ქალთა უფლებები და ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა – ამ თემაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა.
შეხვედრა „ქალთა მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. მიწვეული კანდიდატებიდან დებატებში მონაწილეობა მხოლოდ დავით ბაქრაძემ და დავით უსუფაშვილმა მიიღეს. მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამების იმ მიმართულებაზე ისაუბრეს, რომელიც ქალთა უფლებების დაცვასა და არსებული მდგომარეობის გამოსწორებას ეხება.