საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამ თემაზე საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური მოქმედებები უშლის.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღევანდელ დებატებზე გამოჩნდება, ვინ აზიანებს საქართველოს ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.