დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები თბილისში

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიას შეფასებები მოჰყვა თბილისში. მმართველი გუნდის აზრით, ევროპარლამენტართა განსხვავებული შეფასებები მოწმობს, რომ თავად ევროპარლამენტშიც არ არის ერთიანი პოზიცია, განსაკუთრებით კრიტიკის ნაწილში, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ევროპარლამენტთა ნაწილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ მიმდინარეობდა გარკვეული ძალების მიერ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ქვეყნისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ განცხადებებზე ამბობენ, რომ ეს განცხადებები ძირითადად „მემარჯვენე რადიკალებს“ ეკუთვნოდათ, ხოლო კრიტიკულ განცხადებების შეფასებისას აცხადებენ, რომ ეს მათ პოზიციებს ადასტურებს არჩევნების შედეგის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით.