ისევ განხილვის საგანია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართული დებატები. ევროპელი ლიდერების ნაწილმა მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებაში, ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკის გატარებასა და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლაში დაადანაშაულა. ევროპარლამენტთა ნაწილის განცხადებებს დარბაზშივე მოჰყვა საპირისპირო შეფასებები.
ევროპარლამენტართა მეორე ნაწილმა კონტრარგუმენტად ეუთო-ს ანგარიში მოიყვანა და არჩევნებს დემოკრატიული და სამართლიანი უწოდა. ქართველი ოპოზიციონერები დარწმუნებულები არიან, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტს საერთაშორისო აღიარება არ ექნება. „ქართული ოცნება“ კი ევროპარლამენტს უსამართლო კრიტიკაში ადანაშაულებს. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს მომდევნო კვირაში უყრის.