დებატები ევროპარლამენტში

ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დებატები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა გახსნა, შემდეგ კი საკუთარი პოზიცია ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს. გამომსვლელების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ჩატარებული არჩევნების სამართლიანად მოხსენიება, საჭიროა დარღვევების გამოძიება და მიზნობრივი სანქციების დაწესება პასუხისმგებელ პირებზე, ასევე მათი თქმით, „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონებს გაუქმებისა და რეფორმების გარეშე, შეუძლებელი იქნება საქართველომ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს. ევროპარლამენტართა ნაწილს კი საპირისპირო პოზიცია ჰქონდა. მათი თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და მათ არჩევანს პატივი უნდა სცენ. მათივე თქმით, საქართველოს საქმეებში ევროპელი ლიდერების ჩარევა უნდა შეწყდეს.