საქართველოში დაზვერვის სამსახურის თანამშრომლების პროფესიული დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით დაჯილდოვდა დაზვერვის სამსახურის 10 თანამშრომელი. პროფესიული დღე დაზვერვის თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებმა მიულოცეს. მათ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ერთგული სამსახურისთვის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადეს.