ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში, პირველი და მეორე რაიონების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
მოქალაქეების განცხადებით, მათი სახლების ნაწილი სასწრაფოდ საჭიროებს რეაბილიტაციას. ადგილობრივების თქმით, სიძველის, დაზიანებული სახურავებისა თუ კედლების გამო საფრთხე შეექმნა ბინების მდგრადობასაც. ადგილზე არსებულ ვითარებას თეა აბსარიძე და გოგა გახარია გაგვაცნობენ.