ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა.
მომხდარის შედეგად 7 ექსპონატი დაზიანდა, მათ შორის 4 სირჩა და 3 ღვინის ბოკალი. ადგილზე ეროვნული მუზეუმიდან სპეციალისტებს ელოდებიან, რათა დაზიანებული ექსპონატები სარესტავრაციოდ წაიღონ.
მუზეუმის დირექტორის განცხადებით ყველა დაზიანებული ექსპონატი რესტავრაციას ექვემდებარება. მისივე თქმით, ეკატერინეს სასახლე ამორტიზებულია და ჭერის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია.