დაზიანებული ჭერი დადიანების სასახლეში

ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა.

მომხდარის  შედეგად 7 ექსპონატი დაზიანდა, მათ შორის  4 სირჩა და 3 ღვინის ბოკალი. ადგილზე ეროვნული მუზეუმიდან სპეციალისტებს ელოდებიან, რათა დაზიანებული ექსპონატები სარესტავრაციოდ წაიღონ.

მუზეუმის დირექტორის განცხადებით ყველა  დაზიანებული ექსპონატი რესტავრაციას ექვემდებარება. მისივე თქმით, ეკატერინეს სასახლე ამორტიზებულია და ჭერის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია.

დატოვე კომენტარი