დაზიანება ცენტრალურ წყალსადენზე

მარშალ გელოვანის გამზირზე წყალსადენის ქსელზე მომხდარი დაზიანების გამო, წყალმომარაგება შეუწყდა დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონის მოსახლეობის ნაწილს. წყალი არ მიეწოდება მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, ვაკის, ჩუღურეთის, დიდუბის მოსახლეობის ნაწილს. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და დაახლოებით ღამის 02:00 საათამდე გაგრძელდება.

შალვა სუმბაძე დეტალებით.