საწარმოები, რომლებიც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მუშაობას განაგრძობენ. თუმცა, მსხვილ ქარხნებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ზომების დაცვის ვალდებულება აქვთ აღებული. მათ შორისაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და „ჯორჯიან-მანგანეზი“, რომლებმაც თანამშრომლები სრულად შეინარჩუნეს. „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, არცერთ ქარხანას პროდუქციის წარმოება არ შეუმცირებია.