„საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინელ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციაშია“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და სოლიდარობა. დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანობის დემონსტრირება, რომ შავი ზღვის რეგიონში გამწვავებული ვითარება უმართავ პროცესებში არ გადავიდეს.