ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა მიულოცა. უსუფაშვილმა მოსწავლეებს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა, სადაც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული განათლებით ფეხზე დგომას მყარად შეძლებენ.