დავით უსუფაშვილმა "კვირის ინტერვიუში" პრემიერის კრემლისადმი მიწერილი მიმართვა და მიღებული პასუხი შეაფასა
უნდა შეიცვალოს თუ არა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი და როგორი უნდა იყოს საქართველოს პასუხი რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. პრემიერ კვირიკაშვილის კრემლისადმი მიწერილი მიმართვა და მიღებული პასუხი შეაფასა “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემაში “კვირის ინტერვიუ”.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის პრაქტიკულად, არამხოლოდ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამედ ყველაზე დელიკატური და საფრთხილოა.