როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის ხედვა სახელმწიფოს შესახებ. საკუთარი პოზიცია „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა სამოქალაქო და საექსპერტო საზოგადოებას გააცნო.
დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ფიქრი კანდიდატმა არა არჩევნების შემდე, არამედ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდიდან უნდა დაიწყოს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ქვეყნის ერთადერთი გზა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინოს ხელისიფლებაზე „ქართული ოცნების“ დემონოპოლიზების გეგმა.