დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს დაუჭირეს. ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა და ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ბევრი გაახარა, ბევრი აღაშფოთა, მაგრამ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი გზის გასაყართან დააყენა. მისივე თქმით, „შენების მოძრაობა“ იწყებს კონსულტაციებს რათა საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში კოალიციური ხელისუფლება ჩამოყალიბდეს.