დავით სერგეენკოს განცხადება

მრავალშვილიანი დედის, ლელა ცინდელიანის მიერ ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ცინდელიანს სახელმწიფომ ორი ბინა გადასცა. სამოთახიანი და ერთოთახიანი ბინები მას ვაზიანის დასახლებაში მისცეს. მრავალშვილიანი დედა კი გადაცემაში ყვებოდა, რომ შვიდი შვილით პოლიციის მიტოვებულ შენობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.