2021-2022 წლების მონაცემებით, ზამთრის თვეებში, ზაფხულის თვეებთან შედარებით, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება 13.6%-ით, ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ხუთჯერ არის გაზრდილი. სემეკ-ში განმარტავენ, რომ ასეთი ზრდა ძირითადად საცხოვრებელი ფართების მატებას უკავშირდება, რამაც ენერგორესურსებზე მოთხოვნა გაზარდა. რაც შეეხება ტარიფებს, დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გაზის გაძვირება არ განიხილება.