მარცვლეულის კრიზისი

ენერგორესურსების შემდეგ შიმშილით შანტაჟი.

რუსეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ბლოკადის საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ბრუნდება. ოფიციალური მოსკოვის პოზიციაა, რომ შავ ზღვაზე სატრანზიტო უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე მარცვლეულის ექსპორტი სარისკო იქნება. ამ არგუმენტით რუსეთი სამი თვის წინ თურქეთის შუამავლობით გაფორმებულ საერთაშორისო შეთანხმებაში მონაწილეობისგან ისევ თავს იკავებს. დასავლეთის ქვეყნები რუსეთის გადაწყვეტილებას საკვების გლობალური კრიზისის გაღრმავებად აფასებენ. ფაქტია, რომ შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული გემები სასურსათო პროდუქციის გატანას სრული დატვირთვით ვერ ახერხებენ, რაც პირველ რიგში განვითარებად ქვეყნებს უქმნის საფრთხეს. უსაფრთხოების საკითხების პარალელურად მოსკოვიდან უკვე ღიად გაჟღერდა, რომ გლობალურ ბაზრებზე რუსული მარცვლეულის წილი უნდა გაიზარდოს.