სემეკ-ის თავმჯდომარე პარლამენტში 2021 წლის ანგარიშს წარადგენს. დავით ნარმანიას თქმით, გასულ წელს ახალი სერვისები დაინერგა, რომელმაც აბონენტებს კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა გაუმარტივა. მისივე ინფორმაციით, კომისიამ იმუშავა ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით და 20-მდე ახალი რეგულაცია მიიღო. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბუნებრივი აირის ფასები იზრდება, ნარმანიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.