დავით მაღრაძის პოეტური კრებულის და წიგნის პრეზენტაცია

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დათო მაღრაძის კრებულის, „პოეტის ეპისტოლეს“ და წიგნის, „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებული აერთიანებს 140-მდე ლექსს, წიგნში კი შესულია პუბლიცისტური წერილები და საუბრები. როგორც პროექტის ავტორი და წიგნის შემადგენელი, გიორგი გორგოძე ამბობს, ნათქვამს მაშინ აქვს ფასი, როცა მთქმელი ჰგავს ნათქვამს, ამის დასტური კი წიგნში წარმოდგენილი პუბლიცისტური წერილები და საუბრებია, რომლის ავტორს, დათო მაღრაძეს მკითხველ საზოგადოებასთან წარდგენა არ სჭირდება.

პრეზენტაციას პოეტის მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.