ტიხრული მინანქრის უნიკალური ნამუშევრები ერთ სივრცეში.
საეკლესიო ნივთები, ხატები, სამკაულები, სურათები – დავით დათი კაკაბაძის სახელოსნოში ბოლო 25 წლის განმავლობაში შექმნილი და სხვადასხვა ტაძარსა და კერძო კოლექციაში დაცული ნივთები გამოფენისთვის მზადდება.
მთავარი ექსპონატი, რასაც დამთვალიერებელი ექსპოზიციის ფარგლებს ნახავს, სამებაში დაცული ღვთისმშობლის ხატია. ნამუშევრები სპეციალურად გამოფენისთვის სხვადასხვა ტაძრიდან შეკრიბეს.
გამოფენა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა.