„მოამბისთვის“ ხელმისაწვდომი ხდება ის მასალები, რომლებიც 1932 წლის რუქასთან ერთად ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა პროკურატურას გადასცა.
დოკუმენტებს შორისაა 1996 წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვით საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენისას 82 წლის წინანდელი მდგომარეობით უნდა ეხელმძღვანელათ. მასალები მოიცავს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების იმ განცხადებებსაც, რომლებიც გამოძიებისთვის სადავო, ანუ 2006-2007 წლების შეთანხმებებს ეხება. არ არის გამორიცხული, რომ გახმაურებულ საქმეზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დაკითხონ. დასაკითხ პირთა სიაში შესაძლოა აღმოჩნდეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც, რომელმაც, როგორც ირკვევა, არქიმანდრიტ კირიონთან საუბრის შემდეგ დავით გარეჯის სადავო ნაწილის საკითხზე 2013 წელს მასალების მოკვლევა დაიწყო.