დავით ჟღენტი: მერია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ნაწილს დახმარებას არ უწევს

საკრებულოს დეპუტატის, ევროპული საქართველოს წევრის, დავით ჟღენტის განცხადებით, თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ნაწილს დახმარებას არ უწევს. მისი თქმით, ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხების დამატების მიუხედავად, 120 ბავშვი დღემდე აუტიზმის ქვეპროგრამის მომლოდინე რჩება, მათ შორის რამდენიმე ამ პროგრამაში ჩართვას რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდება.

დეპუტატი მერიისგან ამ პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვს. ევროპულ საქართველოს თბილისის მერმა უპასუხა.