პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უმრავლესობის რიგებიდან მის გარიცხვას კოლეგა დეპუტატების დიდი ნაწილი მხარს არ დაუჭერს.
ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მისთვის პრობლემა არც უმრავლესობის და არც ფრაქციის დატოვებაა, თუმცა ის ელოდება, როდის განიხილავს „ქართული ოცნების“ სამდივნოს გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო.