პოლიტიკური მოძრაობის, „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ძალები შეაფასა. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური კოალიციის წინასაარჩევნო კამპანია მოსახლეობისთვის სრულიად უინტერესოა. ჭიჭინაძის თქმით, ამ ფაქტს პარტიის შიდა კვლევებიც ადასტურებს.