ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობს. დავით ბაქრაძე ზესტაფონში ჩავიდა და ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამის ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც პენსიისა და სოციალური დახმარების ზრდას, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ლეგალურ დასაქმებას, საპრეზიდენტო ფონდიდან სტუდენტების სწავლის დაფინანსებასა და ინვესტიციების მოზიდვას ეხება.