“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი მცხეთის რაიონში, წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ დევნილთა დახმარებისთვის განკუთვნილი თანხის მიღების შემდეგ მათ ავტომატურად უწყდებათ სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი შემწეობა.
დღემდე პრობლემატურია მათთვის ფართების დაკანონებაც. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, დევნილების დახმარება უნდა გაიზარდოს და ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს სოციალურ შემწეობასთან.