„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სტუდენტებს შეხვდა. დავით ბაქრაძესა და ახალგაზრდებს შორის საუბარი, პოლიტიკაში ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართვას შეეხო. აღინიშნა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკა არის ქვეყნის მომავალი და სახელმწიფოს სწორი განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული გზა.
დავით ბაქრაძემ სტუდენტებს საარჩევნო პროგრამის ის პრიორიტეტიც გააცნო, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის ფონდის თანხების 50 % საზღვარგარეთ სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება.