დავით ბაქრაძე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
“ევროპულმა საქართველომ” წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, დავით ბაქრაძე გორის რაიონში იმყოფებოდა. ის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა.
საუბარი მავთულხლართების და ოკუპაციის შედეგად შექმნილ პრობლემებს შეეხო.