„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პარტიის ლიდერებთან ერთად რუსთავში ამომრჩევლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე ისაუბრეს.
ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, რუსთავში ყველაზე მტკივნეულ პრობლემად უმუშევრობა და გაჩერებული საწარმოების საკითხი მიიჩნევა.
ამომრჩევლებთან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ თავის პროგრამულ პრიორიტეტებზე ისაუბრა.