დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ადვოკატის განმარტებით, გავრცელებული ბრალდებების შემდეგ მის დედას გულის შეტევა მოუვიდა.

ინტერესების დამცველს ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაზიანებებია აღწერილი, გაყალბებულია.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა.