29 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს ბეთჰოვენის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით შეასრულებს მის პირველ სიმფონიასა და მესამე საფორტეპიანო კონცერტს. სოლისტი – პიანისტი დავით ალადაშვილი.
ახალი დღე