ხელისუფლების უზურპაციის მორიგ მცდელობად აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ მომდევნო არჩევნები 2024 წელს 5 %-იანი ბარიერით ჩატარდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ეს გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკასა და პარტიების ნაწილს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, რაც არის „ქართული ოცნების“ მიზანი. პოლიტიკური გაერთიანებების ნაწილს აქვს 5 %-ანი ბარიერის გადალახვის იმედი, ნაწილი კი გამოსავალს საარჩევნო გაერთიანებების შექმნაში ხედავს.
ბარიერის არ დაწევის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განცხადება გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა. მმართველი გუნდის ლიდერების ნაწილი ამბობს, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება.