საარჩევნო ბარიერი და ოპოზიციის გეგმები

არჩევნებამდე 9 თვით ადრე საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ითხოვს 5%-იანი ბარიერის დაწევას. მმართველი გუნდი კი პოზიციას არ ცვლის და ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვას აღარ გეგმავს, რის გამოც, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პირობის დარღვევაში ადანაშაულებს.

მმართველ პარტიას საკუთარი პოზიციის გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტი აქვს. მაგალითად, 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა შენარჩუნდეს პოლიტიკური არასტაბილურობის პრევენციის მიზნით და საგულისხმოა სხვა ქვეყნების მაგალითებიც. ამ ფონზე არასახარბიელოა ოპოზიციის მდგომარეობა, რადგან სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.