ანტიკური პერიოდის ქანდაკებები საერთაშორისო სკანდალის მიზეზი ხდება.
ათენსა და ლონდონს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბერძენ კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი კოლონიალური პართენონის ქანდაკებებია, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მუზეუმშია განთავსებული. უკვე წლებია, ათენი სკულპტურების დაბრუნებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით ჩავიდა ლონდონში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრიც. „ბიბისისთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.