„სიტროენ ჯორჯიას“ საქმე

მომღერალ გია გაჩეჩილაძის ოჯახის მიერ დაწყებული დავა ქვეყნის ფარგლებს გასცდა. დღეს გაკეთებული პირველი განცხადებით პროცესს მთლიანად გაემიჯნა ის ფრანგული ბრენდი, რომელიც მომღერლის სიძის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან 2016 წლიდან თანამშრომლობდა. თუმცა გაირკვა, რომ ფრანგულ “სიტროენსა” და გიორგი შარაშიძის კომპანიას შორის მიმდინარე წლის ოქტომბრიდან სამართლებრივი ურთიერთობა გაწყვეტილია. კონკურენციის სააგენტოს მიერ საქმის შესწავლამდე და სასამართლო დავის დასრულებამდე გია გაჩეჩილაძე ხელისუფლების მიმართ საკუთარ ტონს კიდევ უფრო ამწვავებს. აპრილში ჩატარებული ტენდერის და მომღერლის მწვავე ბრალდებების გამო დღეს განმარტებები პარლამენტშიც გაკეთდა.

დავის დეტალებს ანა ბროლაძე არკვევდა.