დავა იერუსალიმისთვის

იერუსალიმი – სამი რელიგიის წმინდა ქალაქი, რომელზეც ისრაელისა და პალესტინის ურთიერთობები გადის. საერთაშორისო შეთანხმებით, უძველესი ქალაქის სტატუსი მოლაპარაკებებმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ლიდერები კიდევ ერთხელ გააოცა. იგი მშვიდობიანი პროცესის შედეგებს აღარ ელოდება და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპირებს. ისლამურმა ქვეყნებმა ამერიკის პრეზიდენტი უკვე გააფრთხილეს – ეს გადაწყვეტილება მუსლიმური მსოფლიოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება. ტრამპის ინიციატივას მოწინააღმდეგეები მისსავე გუნდში გამოუჩნდნენ და გეგმამ მხარდამჭერები ვერც დასავლურ ქვეყნებს შორის მოიპოვა.