ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი საკუთარ დასკვნაში ეხება დეოლიგარქიზაციის ნაწილსაც. მათი შეფასებით, იმ დროს, როდესაც თანამომხსენებლებმა მაღალი შეფასება მისცეს ხელისუფლების მზაობას, ებრძოლოს გადაჭარბებულ გავლენას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ ასევე შეშფოთება გამოთქვეს, რომ, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია ხაზგასმული, ე.წ. პიროვნული მიდგომის, – რაც ამ კანონს მოაქვს, – ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება. მათივე შეფასებით, თანამომხსენებლების შეხედულებით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში და იმ კითხვების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებით, ამ კანონის პიროვნულმა მიდგომამ, შესაძლოა ის დაუცველი გახადოს პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებისთვის, რაც ეწინააღმდეგება ამ კანონის გაცხადებულ მიზნებს. თანამომხსენებლები რეკომენდაციით გამოდიან, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას პიროვნულ მიდგომაზე ამ კანონპროექტში და მხარი დაუჭიროს არსებული მექანიზმების გაძლიერების ე.წ. სისტემურ მიდგომას.