გრიბოედოვის სახელობის დრამატულმა თეატრმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ინტეგრირებულ წარმოდგენას უმასპინძლა სახელწოდებით „მზის სხივები“. კონცერტში რეგიონებიდან ჩამოსულმა ოთხასზე მეტმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. თეატრში მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენაც.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.