დატოვებს თუ არა დეპუტატი ნატო ჩხეიძე „პატრიოტთა ალიანსს“, ეს დღეს გახდება ცნობილი. დეპუტატი სპეციალური განცხადების გაკეთებას პლენარულ სხდომაზე გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ ჩხეიძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ფრაქცია დაიშლება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია არ გამორიცხავს, მათ ფრაქციაში გაწევრიანების შეთავაზება გედევან ფოფხაძემ მიიღოს. რაც ეხება ნატო ჩხეიძის წასვლის მიზეზებს, ადა მარშანია განმარტავს, რომ მასთან კომუნიკაცია ამ თემაზე დღეს შედგება. თუმცა, რა გახდა ნატო ჩხეიძის ფრაქციიდან გასვლის მიზეზი და უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ადა მარშანია არ აკონკრეტებს.