დატოვებს თუ არა გერმანიას ამერიკული ჯარების ნაწილი - რომელ ქვეყნებში გეგმავს პრეზიდენტი ტრამპი მათ განთავსებას და რა ღია სიგნალს უგზავნის თეთრი სახლის ლიდერი რუსეთს
დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა ერთობლივ ბრიფინგზე საქართველო ახსენა.
თბილისმა მორიგი უპირობო მხარდაჭერა, მოსკოვმა კი ვაშინგტონიდან კიდევ ერთი მწვავე გზავნილი მიიღო. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა. ეს ინტერესი ერთი კვირის წინ ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გააორმაგა. ტრამპმა 15 ივნისს გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების დიდი ნაწილის გამოყვანა დააანონსა. გაჩნდა ვერსია, რომ ამერიკელი სამხედროების სამომავლო დისლოცირების ერთ-ერთ ადგილად შესაძლოა სწორედ პოლონეთი განიხილებოდეს.