ვანის რაიონის სოფელ ჭყვისისა და ჭაგანის მოსახლეობა დატბორვის საფრთხეზე საუბრობს. ამ შიშს ადგილობრივებს მდინარე რიონის შეცვლილი კალაპოტი უჩენს. ბოლო პერიოდში მომხდარი სტიქიების მძიმე შედეგების გათვალისწინებით, სოფლების მცხოვრებლები მდინარის ნაპირის სასწრაფოდ გამაგრებას ითხოვენ.