ფოთში ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.
წყალდიდობის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა მთლიანად დატბორილია. სტიქიის მძიმე შედეგებს ადგილობრივები სანიაღვრე სისტემას უკავშირებენ და ამბობენ, რომ სისტემა უკვე წლებია, გაუმართავია. თუმცა საკუთარი ვერსია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას.
მერია დაზარალებულებს კომპენსაციებს ჰპირდება.