მოძალადე ჯგუფების მიერ დაშავებული ოპერატორები მკურნალობას განაგრძობენ. კლინიკიდან უკვე გამოწერეს „მოამბის“ ოპერატორი ილია თვალიაშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახლა ის უკვე სახლის პირობებში, თუმცა ექიმების ყურადღების ქვეშ რჩება. დაზიანებები მას თვალებზე და თავის არეში აქვს მიყენებული, აღენიშნება ტვინის შერყევა. მოამბის ოპერატორი სამართალდამცველებს ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა „პალიტრანიუსის“ ოპერატორმა, რომელსაც მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც, შესაძლოა, დღეს ან ხვალ გაწერონ.
მოამბე