დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირების დროს დაშავებული საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ამ დრომდე „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. მას დაზიანებები თვალებსა და თავის არეში აქვს მიყენებული, ასევე აქვს ტვინის შერყევა. ოპერატორი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ, თუმცა თვალიაშვილს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და ამ დღებში გამოიკითხება.

კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაეწერა „პალიტრანიუსის“ ოპერატორი, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას „ტვ პირველის“ ოპერატორი.