დასავლეთი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ

ვაშინგტონის შემდეგ ბრიუსელი: ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო სირიის მთავრობას ამჯერად ნატო-დან აფრთხილებენ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კონსულტაციები დაიწყო. მსოფლიო ახლა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ელის, თუმცა, უკვე დღეს თეთრი სახლის ლიდერი აღარ აკონკრეტებს, როდის გაუშვებს სირიაში რაკეტებს.

მსოფლიო ლიდერების მწვავე კრიტიკას და დაანონსებულ იერიშს პროვოკაციული ნაბიჯით პასუხობს ასადის რეჟიმის მთავარი მოკავშირე – რუსეთი.