მსოფლიო ტრამპის გადაწყვეტილების მოლოდინში

ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის მთავარ მოკავშირეს რაკეტების გაშვებით ემუქრება.

დონალდ ტრამპის მიერ სირიისთვის დაწესებული 48-საათიანი ვადა იწურება. მსოფლიო ლიდერებს შორის კონსულტაციები დაიწყო.

სირიის ქალაქ დუმაში 7 აპრილს გამოყენებული ქიმიური იარაღის გამო, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების რეაქცია უმწვავესია.

ვაშინგტონი და ევროპა ახლა ერთად ფიქრობს, როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.

საპასუხო სამხედრო დარტყმებს არ გამორიცხავს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც. პარალელურად, მწვავე და გამაფრთხილებელი გზავნილები ისმის რუსეთის მისამართით, რომელიც სირიის მთავრობის მთავარი მოკავშირეა.

დატოვე კომენტარი