ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე 40-ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, სამრეწველო, სამედიცინო, რითეილ, სასტუმრო, სარესტორნო და საოფისე სფეროებიდან. ფორუმში 200-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. წელს, სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, უკვე მეშვიდე დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნეს სექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და დამსაქმებლებისთვის აქტუალური პრობლემის – კადრების დეფიციტის მოგვარება.