გორში დასაქმების ფორუმი იმართება.
ფორუმზე ვაკანსიები შიდა ქართლში მოქმედმა 30-მდე მცირე და საშუალო ბიზნესმა წარმოადგინა. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდანაა. ღონისძიებაში 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო. მათ შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში იმართება.